ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი ,,ეტალონში“ გამარჯვებულ ჭიათურელ მოსწავლეებს შეხვდა

17 ივლისი, 2020

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში“ გამარჯვებულ ჭიათურელ მოსწავლეებს შეხვდა. მერმა პროექტის გამარჯვებული და მე-2 და მე-3 ადგილზე გასული მოსწავლეები მიიღო. გივი მოდებაძემ ახალგაზრდებს ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლა მიულოცა და მათ სამახსოვრო სიგელები და წიგნები გადასცა.

,,. გილოცავთ პროექტში წარმატებულ გამოსვლას. თქვენ, ინტელექტუალი ახალგაზრდები,არა მხოლოდ ჭიათურის, არამედ მთელი საქართველოს მომავალი ხართ. გისურვებთ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას ცხოვრებაში“ - განაცხადა ჭიათურის მერმა მოსწავლეებთან შეხვედრისას.

ჭიათურის "ეტალონ მოსწავლე" მე-5 საჯარო სკოლის IX კლასელი კარლო ცუცქირიძე გახდა. მეორე ადგილზე სოფელ ხრეითის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ქრისტინე ჯავახაძე გავიდა. მე-3 პოზიცია კი მე-7 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ ანა ჩაჩანიძემ დაიკავა.

"ეტალონის" კონკურსი 2020 წლის 15 ივლისს დისტანციურად ჩატარდა. პროექტში ჭიათურის 33 სკოლის 165-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის შესახებ მონაწილეებისთვის 4 კითხვა დაისვა.

 

გააზიარე