ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ( ADA) შეხვდა

11 ივნისი, 2020

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ( ADA) შეხვდა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს პროექტის -„მწვანე ეკონომიკა:მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა(GRETA)" შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტი მიზნად ისახავს მთის ტურიზმის და და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, ამ მიმართულებით მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და დამატებითი შემოსავლების შექმნის შესაძლებლობის გაზრდას.

 გივი მოდებაძემ ისაუბრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში აგრარულ და ტურიზმის სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე, გამოხატა თანამშრომლობის მზაობა და აღნიშნა, რომ აქტიურად ჩაერთვება პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
საინფორმაციო შეხვედრას მერის მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის,ტყიბულის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ხელშესაწყობად, პროექტის - „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“, განხორციელება იწყება.
პროექტს, რომლის ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

გააზიარე