ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ პროექტის ფარგლებში შერჩეულ ადგილობრივ დელეგატს, ლიზი ნოზაძეს შეხვდა

23 აპრილი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, მოადგილე დავით ბიწაძესთან და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ლელა ტაბატაძესთან ერთად „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ პროექტის ფარგლებში შერჩეულ ადგილობრივ დელეგატს, ლიზი ნოზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდის გზები. მერმა დელეგატს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებასა და მათი სამოქალაქო ჩართულობის ზრდას. დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ, გამართავენ სხვადასხვა აქტივობას და ითანამშრომლებენ როგორც ადგილობრივ ახალგაზრდებთან, ისე თვითმმართველობასა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან.

პროექტის დასასრულს საუკეთესო მონაწილეები სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

 

 

გააზიარე