ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად საფეხბურთო კლუბ ჭიათურის ,,მაღაროელის“ ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა

5 თებერვალი, 2021

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად საფეხბურთო კლუბ ჭიათურის ,,მაღაროელის“ ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა კლუბის წარმომადგენლებს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-დან ლიგა 3-ში დაწინაურება მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდნენ.

მიმდინარე წელს საფეხბურთო კლუბს დაფინანსება გაეზრდება, პარალელურ რეჟიმში დაიწყება თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონის მოწესრიგება და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი.

ჭიათურის ,,მაღაროელი“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 4-დან ლიგა 3-ში გადავიდა, სადაც ასპარეზობას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

გააზიარე