ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერია მუშაობის დისტანციურ რეჯიმზე გადავიდა

20 მარტი, 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას რეკომენდაციის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საგანგებო თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ გამართა,სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით,ხოლო ის სამსახურები, რომლებსაც უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ და მათი თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს
.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს "ცხელი ხაზი",რომლის საკონტაქტო ნომრებია -551902278, 599271247, 577017791, 577017794

გააზიარე