ჭიათურის მერიაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა ჩატარდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში , კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით მოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა ,რომელსაც ქალაქის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა.
მერმა მოისმენა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის სამსახურებს სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა, რომლებიც საკოლმეურნეო ბაზარში, ბაზრობებზე,სასურსათო მაღაზიებში,სალონებში,ავტოსადგურებსა და სხვა დაწესებულებებში მკაცრად გააკონტროლებენ არსებულ სიტუაციას.
ჭიათურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა კუპატაძის განცხადებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვირუსი ამ დრომდე დაფიქსირებული არ არის და სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა ქვეყანაში ინფექციის ზრდის მატებიდან გამომდინარე, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.