ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და მის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაცია

25 აგვისტო, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, გაეცნო ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და მის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს.

პროექტი მოიცავს შადრევნის მოწყობას, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების განახლებას, გარე განათების სისტემის მოწყობას, ბორდიურების, ძელსკამებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, ასევე ასფალტბეტონის საფარის დაგებას.

პროექტის ღირებულებაა -298 647,53 ლარი

გააზიარე