ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერმა გაფართოებული თათბირი ჩაატარა

10 დეკემბერი, 2018

 დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძე, მერიის სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თათბირზე გივი მოდებაძემ თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ნავარძეთში, ზედა რგანში, დარკვეთში დასრულდა გაზიფიცირების პროცესი, მომავალი წლიდან კი იგეგმება კაცხის, სკინდორის, მერევის, მორძგვეთის, ხალიფაურის და თაბაგრების გაზიფიცირება.
ქალაქში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების ბაგირგზების მშენებლობა. გივი მოდებაძის ინიციატივით მოლაპარაკება შედგა ფრანგული კომპანია ,,პომას“ წარმომადგენლებთან და შესაძლოა მცირე ახალი სადგური აშენდეს მღვიმევის მონასტრის მიმართულებით.
თათბირზე მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შესაბამის სამსახურებთან ერთად მაქსიმალურად არის ჩართული.

 

გააზიარე