ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სტრუქტურაში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი პროფესიული საჯარო მოხელეები წარადგინა
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სტრუქტურაში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალი პროფესიული საჯარო მოხელეები წარადგინა.
გივი მოდებაძემ ახალ თანამშრომლებს წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
„თქვენ გახდით პროფესიული საჯარო მოხელეები. მჯერა, თითოეული თქვენგანის საქმიანობა წარმატებული იქნება და სრული პასუხისმგებლობით შეასრულებთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას“ - განაცხადა გივი მოდებაძემ. საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნენ შემდეგი პროფესიული საჯარო მოხელეები:
➤ალექსანდრე სიკინჭალაშვილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მე-2 რანგის მე-2 სტრუქტურული ერთეულის იურიდიული განყოფილების უფროსი.
➤ქეთევან კალანდაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების, მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
➤დავით ჯაოშვილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების, მე-3 რანგის, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის დაცვის ინსპექტორი).
➤თეონა გაფრინდაშვილი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების, მე-3 რანგის, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბავშვის ფსიქოლოგი)
➤გიორგი შეყილაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის, მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.
➤თეიმურაზ ბიწაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის, მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
➤ნონა აბესაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის, მე-3 რანგის, მე-3 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ტერიტორის კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებში.