ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოსწავლეთა საკრებულოს წევრებთან ერთად კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილი შადრევანი დაათვალიერა

24 ნოემბერი, 2021

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოსწავლეთა საკრებულოს წევრებთან ერთად კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილი შადრევანი დაათვალიერა და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

,, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაგპირდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, როგორც ხედავთ პროექტი უკვე დასრულდა. ეს ლოკაცია ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან ობიექტებს შორის, რომელიც მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს სრულიად ახალ სახეს შეძენს“ - განაცხადა გივი მოდებაძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლეთა საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარემ ასევე დაათვალიერეს კულტურის ცენტრის მიმდებარედ სკეიტბორდის მოედნის მშენებლობა, თხელიძისა და ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამარჯვების პარკის სარეაბილიტაციო პროცესი.

ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებამდე ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მერის მოადგილე დავით ბიწაძე მოსწავლეთა საკრებულოს წევრებსა და ,,ჭიათურელთა კავშირის“ თავმჯდომარე შოთა გაფრინდაშვილს მერის სამუშაო ოთახში შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გაუზიარეს. ისაუბრეს იმ იდეებზე, რომელიც ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ასევე ქალაქის განვითარებისთვის საინტერესო იქნება: ქალაქში მეტი გასართობი და მწვანე სივრცის არსებობა, ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა და ასე შემდეგ. გივი მოდებაძემ მოსწავლეთა მხიდან წამოყენებულ ინიციატივებს მოუსმინა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

გააზიარე