ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ საზოგადოებას ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა

30 დეკემბერი, 2024

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, . შეხვედრა ქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართა.

გივი მოდებაძემ შესრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის ხელშეწყობასა და მიღწევებზე .

„ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იყოს დაფუძნებული და სწორედ ამიტომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ვახორციელებთ და განვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. “-განაცხადა ჭიათურის მერმა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 31410.2 ათას ლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით ცვლილებების შედეგად ბიუჯეტი შეადგენს 58578.700 ათას ლარს, წინა წელთან შედარებით დაზუსტებული ბიუჯეტი გაზრდილია 12438.300 ათასი ლარით. მიმდინარე წლის განმავლობაში ცვლილებებით ბიუჯეტი გაიზარდა 27168.500 ათასი ლარით, რაც პროცენტულ მაჩვენებელიში 43%-ია. ბიუჯეტის განაწილება პროგრამების მიხედვით შემდეგნაირად განისზღვრა:

•წარმომადგენლობითი ხარჯი - 6058.800 ათასი ლარი.

•ინფრასტრუქტურის განვითარება - 30348.200 ათასი ლარი.

•დასუფთავება და გარემოს დაცვა - 2712.000 ათასი ლარი.

•განათლება - 8747.800 ათასი ლარი.

•კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი - 7197.700 ათასი ლარი.

•ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 3514.200 ათასი ლარი.

პრეზენტაციის ბოლო ნაწილი გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში, მერმა ამომწურავი პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ჭიათურის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,,მოადგილე დავით ბიწაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, წარმატებული სპორტსმენები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.

გააზიარე