ჭიათურის მერმა მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა
დამდეგ შობა–ახალ წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჭიათურის მოსახლეობას!
ჯანმრთელობა,ბედნიერება და წარმატებები მოეტანოს 2019 წელს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. მჯერა, ახალი წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის წინსვლის, კეთილდღეობის და სიახლეების მომტანი წელი იქნება. რადგან ჩვენ, მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავგეგმეთ,რომლის განხორციელება მოგვცემს საშუალებას, ვიცხოვროთ უფრო კეთილმოწყობილ სოფელსა და ქალაქში .
მინდა მადლობა გითხრათ ჩემო თანაქალაქელებო თანამშრომლობისთვის, გვერდში დგომისთვის, ზოგჯერ გამძლეობისთვის, იმ შენიშვნებისთვის, რასაც თქვენგან ვიღებ და რაც მაძლევს სტიმულს და საშუალებას უფრო მეტი დავიხარჯო ჩემი ქალაქისთვის.
ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით შევქმნით ჭიათურის უკეთეს ხვალინდელ დღეს.
სიყვარული,სიხარული,დოვლათი და ბარაქა ყოფილოყოს თქვენი თანამგზავრი.!
პატივისცემით და კეთილი სურვილებით
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი
გივი მოდებაძე