ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მერმა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ქვაციხე 2015 “ მოინახულა

15 მაისი, 2020

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში,სოფელ საკურწეში არსებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ,,ქვაციხე 2015 “ მოინახულა.

მეურნეობა ხუთი წელია არსებობს.ის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში თანადაფინანსებით შეიქმნა.

კოოპერატივის დამფუძნებელმა ზურაბ ბრეგვაძემ ჭიათურის მერს მეურნეობაში ამაჟამად არსებული ვითარება გააცნო.

საკალმახეში განაყოფირებული ქვირითი შემოაქვთ და ლიფსიტები გამოყავთ, რის რეალიზებასაც საქართველოს სხვადასხვა საკალმახეებში ახდენენ.

წარმოების მოცულობა 4 მილიონს შეადგენს. მისი წლიური ბრუნვა 50 ათას ლარზე მეტია. კოოპერატივში 4 ადამიანია დასაქმებული. 

გააზიარე