ჭიათურის მერმა სოფელ წირქვალში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ჭიათურის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მორიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
გივი მოდებააძე სოფელ წირქვალში იმყოფებოდა, სადაც გურულების უბანში შიდა საუბნო გზის მობეტონება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შიდა საუბნო გზის 520 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.
სოფელ წირქვალში გურულების უბნის გზის მობეტონება ადგილობრი ბიუჯეტით ხორციელდება.
პროექტის განსახორციელებლად 74 000 ლარია გამოყოფილი.
დღესვე, გივი მოდებაძემ წირქვალის საჯარო სკოლა დაათვალიერა, სადაც გარე ფასადის რეაბილიტაცია დასრულდა და პანდუსი მოეწყო.
წირქვალის სკოლის რეაბილიტაცია 30 800 ლარი დაჯდა.