ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტი 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებსა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს სურსათით დაეხმარება

30 მარტი, 2020

კორონავირუსისგან გამოწვეული ვითარების გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტმა საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა. კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 დეკემბრის 31-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც მუნიციპალური ორგანიზაციიდან 150 000 ლარი გამოიყო. გამოთავისუფლებული თანხით 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის შეძენილ იქნება სპეციალური სასურსათო პაკეტები და ყველა ბენეფიციარს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაეცემა.

,,ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც უფრო სწრაფი საქმიანობის საშუალებას მოგვცემს. გამოყოფილი 150 000 ლარით ვაპირებთ,პირველ რიგში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებსა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს დავეხმაროთ სურსათით.
ამასთანავე, საგანგებო ბიუჯეტი უფრო მოქნილად და ეფექტურად მუშაობის საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

გააზიარე