ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა

12 დეკემბერი, 2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა,

 საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოეწყო ,რომელშიც ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-ალექსანდრე ციცქიშვილმა,მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ,მოადგილე დავით ბიწაძემ და ადგილობრივი ხელისუფლებისსხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 მსვლელობაში ,ასევე, ქალაქის საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, მე -2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ, ძლიერი ქალის თემაზე პერფორმანსი მოეწყო.

 ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.

 

გააზიარე