ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა

5 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქის მე-2 საჯარო სკოლამ საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა. ( პედაგოგი მეგი მამაცაშვლი )

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თემურ ჭუმბურიძე, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, იმსჯელეს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზებსა და საზოგადოების როლზე.

ღონისძიების ბოლოს გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ძალადობის პრევენცია მოითხოვს საზოგადოების ერთიან ძალისხმევასა და განათლებას.

მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება, გაძლიერდეს პრევენციული ზომები და შეიქმნას უსაფრთხო გარემო მოქალაქეებიისათვის.

გააზიარე