ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან, უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, პირველი ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნა

15 მარტი, 2022

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან, უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, პირველი ჰუმანიტარული ტვირთი დღეს გაიგზავნა.

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, აქცია გრძელდება.

გახსნილია ანგარიში -300268800 .

პარალელურად, დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების შეგროვება.(ნებისმიერი არამალფუჭებადი პროდუქტის გარდა)

ამანათები შეგიძლიათ მოიტანოთ მისამართზე:

ნინოშვილის ქუჩა#7

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა,პირველი სართული.

საკონტაქტო პირი-იოანე ვაშაძე.

ტელ: 551 25 05 15

გააზიარე