ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

25 მარტი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია თეატრის ინფრასტრუქტურული ნაწილი. მიმდინარეობს დარბაზისა და ჭერის დემონტაჟი და შემდგომი რესტავრაცია.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შენობის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება.

თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს მისი ისტორიული იერსახის აღდგენასა და შენარჩუნებას.

პროექტის საერთო ღირებულება 13 660 231 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე