ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულ საშობაო მსვლელობას შეუერთდა

7 იანვარი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულ საშობაო მსვლელობას შეუერთდა.

მერმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი და ტკბილეული გადასცა.

ჭიათურაში საშობაო ალილო ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს.

ალილოს მსვლელობის დროს შეგროვებული ტკბილეული სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებს გადაეცემათ.

გააზიარე