ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჭიათურელ მოჭადრაკეს, საქართველოს 9 -გზის ჩემპიონს ჭადრაკში, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორს, ერეკლე ტაბატაძეს და მის პირველ მწვრთნელს პეტრე ჯაჯანიძეს შეხვდა

21 მაისი, 2025

 ერეკლე ტაბატაძემ ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მერმა ახალგაზრდა მოჭადრაკეს საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა,მორიგი წარმატებები უსურვა და ფულადი ჯილდო გადასცა.

ფულადი ჯილდო გადაეცა ასევე პეტრე ჯაჯანიძეს.

 " მეამაყება,რომ ჭიათურას და საქართველოს ჰყავს ერეკლე ტაბატაძე- ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოჭადრაკე საქართველოში, 27- საჭადრაკო სკოლის ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ასე წარმატებით ასპარეზობს არამარტო ადგილობრივ ,არამედ საერთაშორისო ტურნირებზეც.

დარწმუნებული ვარ, ერეკლე არაერთი წარმატებით გვასახელებს მომავალში და ბევრი პატარა მოჭადრაკისათვის იქნება სამაგალითო.” - განაცხადა გივი მოდებაძემ.

 შეხვედრას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, კულტურის,სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი მერაბ ჯაოშვილი და 27-ე სპორტული სკოლის დირექტორი გენო მახათაძე ესწრებოდნენ.

გააზიარე