ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო

25 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამართულ საახალწლო მიღებას დაესწრო.

მიწვეულ სტუმრებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა უმასპინძლა.

ჭოუ ციენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჭიათურას სტუმრობდა, გივი მოდებაძეს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან ჩინეთის საელჩოს თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გააზიარე