ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ღვაწლმოსილ პედაგოგს, 100 წლის ანა (გოგუცა) წერეთელს სახლში ეწვია და პროფესიული დღე მიულოცა
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ქალბატონ ანას, საუკუნეს მიღწეულ პედაგოგს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
მასთან ერთად, პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა
პედაგოგს და ვუსურვებ წარმატებებს “ - აღნიშნა ჭიათურის მერმა.
ანა წერეთელი თითქმის 50 წელი ემსახურა ჭიათურაში მომავალი თაობების აღზრდას. სხვადასხვა წლებში ქალაქის პირველ საჯარო სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.