ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრის მხარეთმცოდეობის მუზეუმში პროექტის „ჩემი მუზეუმი-ჩემი სივრცე“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრის მხარეთმცოდეობის მუზეუმში პროექტის „ჩემი მუზეუმი-ჩემი სივრცე“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. პროექტში საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მერმა მონაწილეებს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა, სკოლების წარმომადგენლები დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში ხელს უწყობს მათში საკუთარი ქალაქის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა გოგოლაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ტაბატაძემ, ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა პაპიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.


