ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 2025 წელს მომზადებული ვიდეოკლიპების პრეზენტაციას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე კულტურის ცენტრის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 2025 წელს მომზადებული ვიდეოკლიპების პრეზენტაციას დაესწრო. ვიდეორგოლებში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის გამორჩეული ტურისტული ლოკაციები, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები.
მერმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ზრდას, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ვიზიტორთა დაინტერესებას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
ვიდეოკლიპები სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზიამ“ მოამზადა.

