ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მულტიფუნქციური ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მულტიფუნქციური ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების წინაშე წარმატებული კურსდამთავრებულები წარდგნენ, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი წარმატების ისტორიები გაუზიარეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალშიც გააგრძელებს მულტიფუნქციური ცენტრის მხარდაჭერას. მისი თქმით, აღნიშნული სასწავლო დაწესებულება ჭიათურელ ახალგაზრდებს აძლევს ცოდნას და ეხმარება მათ პროფესიის დაუფლებაში.
მულტიფუნქციური ცენტრი ჭიათურაში 2021 წლიდან ფუნქციონირებს და წლის განმავლობაში 800-მდე ბენეფიციარს ემსახურება. ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ 23 სხვადასხვა პროფესიას, ხოლო პროფესიული მომზადება-გადამზადება ხორციელდება 15 მიმართულებით. ამასთან, ცენტრში ფუნქციონირებს სააბიტურიენტო სექცია, არაფორმალური განათლების პროგრამები და სამოქალაქო კომპონენტების ჩართულობით განხორციელებული აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციურ ცენტრს მინიჭებული აქვს ევროპული საერთაშორისო აკრედიტაცია, ხოლო რამდენიმე პროგრამა სარგებლობს სახელმწიფო სააკრედიტაციო ავტორიზაციით.
