ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე პირველ მოადგილე დავით წერეთელთან და მოადგილე დავით ბიწაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით ახალი პროექტები ხორციელდება.
როგორც მერმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი.
მისივე თქმით, გაგარინის ქუჩაზე 5 400 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია ჩოგბურთის კორტების მოწყობა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.
დღესვე მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა, მათ პრობლემებს გაეცნო და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიერ წამოყენებული საკითხები შესაბამის სამსახურებს გადაეცემა და საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება.
შეხვედრებს ადმინისტრაციული სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პაატა გოგოლაძე ესწრებოდა.

