ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილე ჭიათურელ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილე ჭიათურელ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა.
მერმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ იმერეთის ნაკრების ღირსეული გამოსვლა ფესტივალზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან გუნდის შემადგენლობაში ჭიათურელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. მათი მნიშვნელოვანი წვლილის შედეგად, იმერეთის ნაკრებმა საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
გივი მოდებაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათი განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებისთვის საჭირო გარემოს შექმნას.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

