ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პირველკურსელებს შეხვდა

2 სექტემბერი, 2020

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. შეხვედრას მერის მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა პირველკურსელებს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა: ,,გილოცავთ სტუდენტობას, ცხოვრების ყველაზე საინტერესო, მაგრამ ამავე დროს რთულ და პასუხისმგებლობით აღსავსე პერიოდს, როცა უნდა დაეუფლოთ მომავალ პროფესიას, გახდეთ ნამდვილი პროფესიონალები და გამოადგეთ, როგორც მშობლიურ ქალაქს, ასევე ჩვენს ქვეყანას. ჩვენი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სურვილია, კავშირი არ გაწყვიტოთ მშობლიურ ქალაქთან, დაგეხმარებით სტაჟირება გაიაროთ მუნიციპალიტეტის მერიაში, გთავაზობთ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საკითხების ერთად გადაწყვეტაში, რადგან თქვენ ხართ თაობა, რომელზეც დგას ქვეყნის წარმატებული მომავალი“---აღნიშნა გივი მოდებაძემ.

 

 

გააზიარე