ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, საჩხერის გზატკეცილის მიმდებარედ მდებარე ფერდობზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები, რაც მიზნად ისახავდა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საფრთხეების პრევენციას

24 მარტი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, საჩხერის გზატკეცილის მიმდებარედ მდებარე ფერდობზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები, რაც მიზნად ისახავდა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საფრთხეების პრევენციას.

სამუშაოების ფარგლებში ცენტრალური საავტომობილო გზის ფერდობი გასუფთავდა მორყეული და საფრთხის შემცველი ლოდებისგან. ჯამში, განხორციელდა დაახლოებით 15 კუბური მეტრი მოცულობის ქვის მასალის ჩამოწმენდა და ტერიტორიიდან გატანა.

გაწმენდითი პროცესს ადგილზე გაეცნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ბიწაძე.

აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გზის უსაფრთხოებას და ადგილობრივი მოსახლეობისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას.

გააზიარე