ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და ახალი თანამშრომლები წარადგინა

16 თებერვალი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა პაატა გოგოლაძე;

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს უხელმძღვანელებს ლელა ტაბატაძე;

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურს ლევან იაკობიძე უხელმძღვანელებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ისინი მერიის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

მერიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში თანამდებობები დაიკავეს იმ სპეციალისტებმა,რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური პოზიციებისთვის გამოცხადებული კონკურსი.

მერის განცხადებით, თითოეული მათგანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვისა და განვითარებისათვის.

„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევთ,“ - აღნიშნა გივი მოდებაძემ.

გააზიარე