ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილა

5 დეკემბერი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები სამსახურების ხელმძღვანელებთან განიხილა.

გივი მოდებაძემ მათ სრული მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა მუნიციპალიტეტი ზამთრის სეზონს შესაბამისად მომზადებული შეხვდეს.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში არცერთი მიმართულებით პრობლემა არ შეექმნას. ამისთვის აუცილებელია, ერთობლივად დავგეგმოთ პრევენციული ნაბიჯები და განვახორციელოთ ყველა საჭირო ღონისძიება,“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.

შეხვედრაზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჭიათურის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების რეაბილიტაცია, განახლდა დაბალი ძაბვის საყრდენები, არის ტექნიკის სრული მობილიზება და უზრუნველყოფილია საკმარისი რაოდენობის სამუშაო ბრიგადები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურების ხელმძღვანელების ინფორმაციით კი, მუნიციპალიტეტში საკმარისად არის ტექნიკური მარილი, მწყობრშია ტექნიკა, რათა ზამთრის პერიოდში გზებზე შეუფერხებელი გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, მერიის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე - „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჭიათურის მომსახურების ცენტრის, „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ადგილობრივი ფილიალის, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჭიათურის სერვისცენტრის, სატყეოს და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები.

 

გააზიარე