ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა უფასო სასადილოს 200-მდე ბენეფიციარს  შობა-ახალი წელი მიულოცა

8 იანვარი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს  სასაჩუქრე ნობათები გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერმა 200-მდე ბენეფიციარს  შობა-ახალი წელი მიულოცა. გივი მოდებაძის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. 

მუნიციპალიტეტის მერთან ერთად უფასო სასადილოს ბენეფიციარებს დღესასწაულები მიულოცეს მერის პირველმა მოადგილე დავით წერეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით ლაბაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა იოანე ვაშაძემ.

გააზიარე