ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 ახალი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი მოემსახურება

7 მარტი, 2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 ახალი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი მოემსახურება.
ახალი სატრანსპორტო საშუალება 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მწვანე ფერის 4 ავტობუსი სამ მარშუტზე გადანაწილდა
№1 ავტობუსი - ჭავჭავაძის ქუჩა - მემორიალი.( 50 თეთრი)
№ 2 ავტობუსი- ჭილოვანი - დიდი კაცხი. (50 თეთრი).
№3 ავტობუსი ჭიათურა-საჩხერე ( ერთი ლარი)
№4 ავტობუსი ჭიათურა-საჩხერე ( ერთი ლარი)
ტრანსპორტი 8 საათიდან 20 საათამდე იმოძრავებს.
მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით იქნება შესაძლებელი.
დღეს ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს, სიტყვით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიმართა.
მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური და ჭიათურელებზე და ჭიათურის სტუმრებზე ორიენტირებული ტრანსპორტი,რათა გადაადგილება ყველასთვის იყოს კომფორტული. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ცენტრალური ხელისუფლების, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის და ყველას მიმართ ,ვინც მოგვცა შესაძლებლობა, მოსახლეობას სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები მოვუგვაროთ"- განაცხადა გივი მოდებაძემ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გივი მოდებაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან,მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან,მოადგილე -დავით ბიწაძესთან,სატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელ ზურაბ ცარციძესთან და სხვა პირებთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩა-მემორიალის ხაზზე მოძრავი ახალი ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა.
გააზიარე