ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 1040 აღსაზრდელს საჩუქრები გადაეცა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი გაერთიანებული საბავშვო ბაღების მეორე განყოფილებას ესტუმრნენ, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საჩუქრები ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 1040 აღსაზრდელს გადაეცა.

