ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საახალწლო-საშობაო პაკეტები 700 ოჯახს გადაეცემა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, პირველ მოადგილე დავით წერეთელთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ იოანე ვაშაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ქალაქსა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.
მერმა ოჯახებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და სასურსათო პაკეტები გადასცა.
„მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, შობა-ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შესაძლებლობის ფარგლებში შევუწყოთ ხელი მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნას,“ – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საახალწლო-საშობაო პაკეტები 700 ოჯახს გადაეცემა.
