ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი და პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს
სამშენებლო სამუშაოების გაცნობის მიზნით ადგილზე ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.
კონტრაქტორებთან შეხვედრისას ხელისუფლების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ აღდგენითი სამუშაოების გეგმა-გრაფიკს. ერთობლივად დასახეს სამოქმედო გეგმაც.
ამ ეტაპზე, ადგილზე მიწის მოჭრის, ახალი გზის გაყვანისა და ტერიტორიის გადამაგრებითი სამუშაოები სპეც ტექნიკის საშუალებით ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 1 837 746 ლარს შეადგენს.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გლობალ ტექნიქსი“ აწარმოებს.
გასულის წლის ბოლოს დაწყებულმა მეწყრულმა პროცესებმა ქვაციხე - რცხილათის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მიმდებარედ ფერდობის ჩამოშლა გამოიწვია, რის შედეგადაც გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველი გახდა.