ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში სახალხო დღესასწაული „თემობა 2024" გაიმართა
დღესასწაულში სამი ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელი მონაწილეობდა.
ძლიერი ქარის გამო ღონისძიებები, ( გარდა დოღისა) ერთ სივრცეში-სკოლის შენობაში ჩატარდა.
გაიმართა შეჯიბრი დოღში, მინი ფეხბურთში,ჭადრაკში, ჭიდაობაში,მაგიდის ჩოგბურთსა და სოფლებს შორის ბაგირის გადაწევაში. ასევე მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა.
საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჭიათურის მერმა შეჯიბრში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და პრიზები გადასცა.
საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ასევე ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
"თემობა 2024"-ში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჭიათურის მერი გივი მოდებაძე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
სვერის საჯარო სკოლის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლები, კვარტეტი „ჭიათურა“ და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
დღესასწაულის აღდგენის ინიციატორები მალხაზ და ირაკლი ბიწაძეები არიან.
„თემობა 2024“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით და ორგანიზებით გაიმართა.