ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული — „ხრეითობა 2025“ გაიმართა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში უკვე ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული — „ხრეითობა 2025“ გაიმართა.
ღონისძიებას ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები -ფეხბურთში, მკლავჭიდში,მაგიდის ჩოგბურთსა და ბაგირის გადაჭრაში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში მერმა გივი
მოდებაძემ, ხრეითის მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ მიქაცაძესთან და მერის წარმომადგენელ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, დააჯილდოვა სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხრეითის საუკეთესო მეწარმე, ასევე ხრეითის სკოლის კურსდამთავრებული გოგონა, რომელმაც წარმატებით ჩააბარა და წელს ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
მუნიციპალიტეტის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაგრძელდა- კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.
„ხრეითობის“ დღესასწაული პირველად 2022 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.