ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი სკვერი შეემატა

30 იანვარი, 2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ, იაშვილის ქუჩაზე განახლებული სკვერი გახსნა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი დასრულებულ სამუშაოებს სამსახურის უფროსებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, იაშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სკვერი გაკეთდა, სადაც მოეწყო გაზონები, საჩრდილობლები, სავალი ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა , დამონტაჟდა განათების ქსელი, ბავშვთა ახალი გასართობი ატრაქციონები ,დაიდგა სკამები,. განთავსდა სანაგვე ურნები. მოეწყო კალათბურთის მინი -მოედანი.
უახლოეს პერიოდში სკვერში wi-fi ,ასევე თანამედროვე სპორტული ტრენაჟორები დამონტაჟდება.
„მისასალმებელია, რომ ჩვენს მუნიციპალიოტეტს კიდევ ერთი ახალი,კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა,სადაც ბავშვებიც და დიდებიც კომფორტულ დასვენებას შეძლებენ. სკვერების მოწყობა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალშიც იქნება“ – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ
ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია გოლდ ენდ ბრომ შეასრულა.
პროექტის ღირებულება 152 000 ლარს შეადგენს.

  

გააზიარე