ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი თანამედროვე სკვერი შეემატა
აღმაშენებლის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები დღეს იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გივი მოდებაძესთან და მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძესთან ერთად მოინახულა.
სკვერში გაზონები, ბაქნები, ბორდიურები,ასევე საკალათბურთო მოედანი მოეწყო .დამონტაჟდა ლამპიონები და სათამაშო ატრაქციონები
სამუშაოები შპს „მშენსერვისი55“ შეასრულა.
პროექტის ღირებულებამ - 115 776 ლარი შეადგინა.
პარალელურად , ჭიათურის მუნიციპალიტეტში იაშვილისქუჩაზე ახალი თანამედროვე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.