ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი ტრაქტორები შეემატა

18 ივნისი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ახალი ტრაქტორების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებასა და ზამთრის სეზონისთვის მზადების მნიშვნელობაზე.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტი განაგრძობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, რათა ნებისმიერ სეზონზე მოსახლეობას ხარისხიანი და დროული მუნიციპალური მომსახურება მიეწოდოს.ახალი ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი და რთული რელიეფის მქონე სოფლებისთვის, სადაც დიდთოვლობის დროს გადაადგილების უზრუნველყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე