ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატა
ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატა.
სოფელ ჭილოვანში ახალი, თანამედროვე ტიპის მინი მოედანი გაიხსნა.
დასრულებული სამუშაოები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ლაბაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით წერეთელმა და მოადგილე დავით ბიწაძემ დაათავალიერეს.
პროექტის მიხედვით მინი მოედანი
შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. მოეწყო ბალახის საფარი, დამონტაჟდა ახალი განათება და სკამები. პროექტის ღირებულება 163 333 ლარს შეადგენს.
ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ახალგაზრდებში ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.