ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალი ეტაპი იწყება
2021 წლიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ახალი ეტაპი იწყება.
ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
2021 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მილიონ ლარამდე ღირებულების 7 სკვერი მოეწყობა.რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ,ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე,პოეტ ეთერ-სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერს.
სიმბოლურად, სწორედ ამ ლოკაციაზე იყო წარმოდგენილი ახალი პროექტების ფოტოები.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ რეკრეაციული სივრცეების მოწყობასა და ამ მიმართულებით ჭიათურაში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
„ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა. ამ მიზნით, მალე ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ 7 ახალი სკვერი შეემატება.ამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი.
სამუშაოების შემსრულებლების გამოსავლენად უახლოეს მომავალში ტენდერები გამოცხადდება., -განაცხადა გივი მოდებაძემ.
დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად შემდეგი ლოკაციები შეარჩიეს:
ნინოშვილის ქ-პოეტ ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის სახელობის სკვერი,
აღმაშენებლის ქუჩაზე საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორია,
გიორგაძისა და ჭავჭავაძის ქუჩები,
საჩხერის გზატკეცილი-#5,7,9 სახლებთან,
სამთო მაშველის ტერიტორია.
თხელიძის ქუჩა-კულტურის ცენტრი.
სკვერებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი და დასასვენებელი ზონები, ძელსკამები.ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე,ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და განათების ქსელი.
პანდემიიდან გამომდინარე, პრეზენტაციას საზოგადოების მცირე ჯგუფი ესწრებოდა.