ჭიათურის მუნიციპალიტეტში იურუდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა
25 თებერვალს ჭიათურის მუნიციპალიტეტში,ნინოშვილი ქ 5-ში, იურუდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ,მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე , თვიმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა,რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრეებს სამსახურის კონსულტანტი სალომე გიორგაძე წარუდგინა.
ჭიათურისა და მასში შემავალი 60 სოფლის 40 ათასამდე მცხოვრებლისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.აქამდე ჭიათურის მოსახეობა ქუთაისისა და ზესტაფონის ბიუროებისა და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდა.დღეიდან იურიდიულ დახმარების მიღებას ისინი მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ.