ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისების მონიტორინგის ახალი განყოფილება შეიქმნა

2 აპრილი, 2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისების მონიტორინგის ახალი განყოფილება შეიქმნა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მუნიციპალური სერვისების მონიტორინგის ახალი განყოფილების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მერმა საზოგადოებას წარუდგინა განყოფილებაში დასაქმებული გუნდი, რომელიც ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე იმუშავებს.

ახალი სტრუქტურული ერთეულის მიზანია მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გაზრდა და მათი მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება. განყოფილება აქტიურად განახორციელებს პარკირების პროცესის, მგზავრთა გადაადგილებისა და სხვა მუნიციპალური მომსახურებების მონიტორინგს.

ინიციატივა ხელს შეუწყობს ქალაქში წესრიგის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტის ამაღლებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესზე.

გივი მოდებაძის განცხადებით,ჭიათურის მუნიციპალიტეტი განაგრძობს მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას და მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

გააზიარე