ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

5 ოქტომბერი, 2024

ღონისძიება, რომელიც მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შედგა, კულტურის ცენტრის რიტუალების დარბაზში გაიმართა.

საღამოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე დაესწრო. ქალაქის მერმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან თემურ ჭუმბურიძესთან და კულტურის ცენტრის დირექტორ ლევან სამყურაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლების შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული პედაგოგები,რომლებიც თავის ძირითად პროფესიას უთავსებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგს: ლიტერატურას, პოეზიას, ქარგვას, ხატვას და ასე შემდეგ.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ს.კავსაძის, გ.თხელიძის, ზ.ანჯაფარიძის სკოლის პედაგოგებმა, დრამატულმა სოპრანომ მაცაცო სამხარაძემ და კვარტეტმა "ჭიათურამ".

გააზიარე