ცხელი ხაზი:252731

ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

26 ივლისი, 2024

მონიტორინგის ფარგლებში ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ითხვისში, ლომიძეების უბანში იმყოფებოდა და მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის 2,2 კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ასფალტობეტონის საფარი ეწყობა.

პროექტი გარდამავალია და მიმდინარე წელს 106 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, ნიუ ბილდინგი,, ასრულებს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ შუქრუთშიც, კოროხნალიდან ახალ დასახლებამდე მისასველი გზის 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე.

პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე მიმდინარე წელს 211 264 ლარის სამუშაოები შესრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს „მეკა“ ახორციელებს.

აღნიშნული მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 

„სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქ იყო სრულად ამორტიზირებული გზა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

სოფლებში მისასვლელი საავტომობილო და საუბნო ასფალტირებული გზა ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება’- განაცხადა გივი მოდებაძემ.

გააზიარე