ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭიათურაში ქვაციხე-ვაჭევის დამაკავშირებელი გზის 3 კმ მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა
გზის მშენებლობის დაწყება ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ დღეს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან აკაკი სამხარაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
↪პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
↪მისი ღირებულება 751000 ლარს შეადგენს,
↪სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს "ნიუ პოვერი "ასრულებს
სამშენებლო პროცესი თვის ბოლოს დასრულდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით 5 სოფლის---ეწერის, ხრეითის, სარქველეთუბნის, ვაჭევისა და ხვაშითის მიმართულებით გზების მშენებლობა მიმდინარეობს.