ჭიათურის მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლების დემონტაჟი და მშენებლობა გრძელდება
ჭიათურაში, ერისთავის ქუჩა N 2 – სა და სოფელ სალიეთის ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიოტორიაზე ძველი ბეტონის დაზიანებული საყრდენი კედლების დემონტაჟი და ახლის მოწყობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე საძირკვლის ქვაბულში გრუნტი მუშავდება და მონოლითური რკინა-ბეტონი ისხმება.სამშენებლო სამუშაოებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მერის მოადგილე დავით ბიწაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მერაბ ჯაოშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორივე ლოკაციაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გოლდ ენდ ბრო,, ასრულებს.
პროექტების ჯამური ღირებულება 1 000 000 - მდე ლარს შეადგენს.
პროექტები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პარალელურად, საყრდენი კედლის მოწყობა ღვალაძის, აღმაშენებლისა და მუხაძის ქუჩაზე მიმდინარეობს.